GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით და ტირძნისის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი, ვიანორ ახალაია; პროფესორი, გიორგი გიგოლაშვილი; პროფესორი, თამილა გოგოლაძე, რომლებმაც ქართული ენის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ტირძნისის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია და წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური