მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შიდა საუნივერსიტეტო სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი სტუდენტებისთვის.
მაგიდის ჩოგბურთში გამართულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა დიმიტრი ალიმბარაშვილმა, ხოლო ჭადრაკსა და შაშში გაიმარჯვა სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი წლის სტუდენტმა ჯემალ მაზმიშვილმა.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 40 სტუდენტი.