GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა სამაგისტრო ნაშრომები საჯაროდ დაიცვეს

1-ლ აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მასწავლებლის განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები შედგა. კომისიას ხელმძღვანელობდა პროფესორი მზია ზანგალაძე.

საკვალიფიკაციო ნაშრომი წარმოადგინა შვიდმა კურსდამთავრებულმა. სამაგისტრო თემები თანამედროვე აქტუალურ პრობლემატიკას ეხებოდა. დაცვის პროცესმა ჩაიარა საქმიან ატმოსფეროში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური