GE

გორის უნივერსიტეტი რომის ტელემატიკის უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივ სასწავლო პროგრამებს განახორციელებს

რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე “ერასმუსის” კვირეული დასრულდა, სადაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივესიტეტი რექტორის მოადგილემ, პროფესორ გიორგი სოსიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა, პროფესორ რუიზან მექვაბიძემ წარადგინეს.

გიორგი სოსიაშვილის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში ის შესხვა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მათთან ერთად გორის უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები დაისახა.

“დასრულდა “ერასმუს+” კვირეული რომის საერთაშორისო ტელემატიკის უნივერსიტეტში. დასრულდა წარმატებით და კონკრეტული შედეგებით. ჩვენი ქვეყნიდან აღნიშნულ კვირეულში გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვიყავით მიწვეულები. საინტერესო აღმოჩნდა “ერასმუს+” კვირეული იმ თვალსაზრისით, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი პარტნიორები შეიძინა და საერთაშორისო ურთიერთობების მასშტაბი კიდევ უფრო გაზარდა.

“ჩვენი მყარი პარტნიორი გახდა რომის საერთაშორისო ტელემატიკის უნივერსიტეტი. გორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს: ისაბელ I-ის უნივერსიტეტის (ესპანეთი), მინიოს უნივერსიტეტის (პოტუგალია), მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

“ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში (რომელიც მხოლოდ გაფორმებული დოკუმენტის სახით არ დარჩება), არაერთი აქტივობა განხორციელდება. მათ შორის: ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის და, რაც მთავარია, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. მოეწყობა საზაფხულო ბანაკები. კვირეულის ფარგლებში მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას რომის საერთაშორისო ტელემატიკის უნივერსიტეტთან.

“გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და რომის ტელემატიკის უნივერსიტეტის მიერ გორის უნივერსიტეტში ერთობლივად განხორციელდება შემდეგი მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები: ფსიქოლოგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კრიმინალისტიკა, საჯარო მმართველობა, ეკონომიკა, ტურიზმის მენეჯმენტი. აღნიშნული პროგრამები განხორციელდება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და რომის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ. სერთიფიკატები გაიცემა ორივე უნივერსიტეტის მიერ. სწავლა იქნება დისტანციური და, სავარაუდოდ, მოლაპარაკების შემდეგ გორის უნივერსიტეტის პროფესორთა ვიდეო ლექციების ჩაწერა მოხდება რომის საერთაშორისო ტელემატიკის უნივერსიტეტში. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე ცნობილი პროფესორის ჩამოყვანა გორის უნივერსიტეტში, ასევე მათი ონლაინლექციების ჩატარება ჩვენი სტუდენტებისთვის”, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური