GE

გორის უნივერსიტეტის დელეგაცია რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 27 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის პროფესორ გიორგი სოსიაშვილის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის, ბატონ ზურაბ ზურაბაშვილის შემადგენლობით რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ურთიერთთანამშომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ისეთ მიმართულებით, როგორიცაა ერთობლივი საბაკალავრო, სამაგისტრო და მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მასპინძელი უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ალესანდრო კაფორიოს წარუდგინა ხედვა მოკლევადიანი ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამების განხოციელების შესახებ, ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო მმართველობა, ფსიქოლოგია, ბიზნეს-ადმინისტრირება და ტურიზმი.

მიმდინარე წლის ზაფხულს მხარეებს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ახალი სასწავლო წლიდან გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური