GE

გორის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა შესაძლებლობა მისცეს ყველა სტუდენტს ჩაერთოს მეტ გაცვლით პროგრამაში, რაც ახალი ცოდნის შეძენას ემსახურება. სწორედ ამიტომ დეტალურ ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ გორის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ანი იმნაძეს ვკითხეთ.

– რა ტიპის გაცვლით პროგრამებს სთავაზობთ სტუდენტებს?

– გორის უნივერსიტეტი 2010 წლიდან ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში. მათ შორის გაცვლით პროგრამებში, როგორიცაა “ერაზმუს+”, მევლანა, საზაფხულო სკოლები და მემორანდუმისა და ხელშეკრულებები ევროპის უნივერსიტეტებთან.

– რა კრიტერიუმებით ხდება სტუდენტების შერჩევა გაცვლით პროგრამებში ჩასართავად?

– ცხადდება კონკურსი, კონკურსში მონაწილე სტუდენტები ავსებენ შესაბამის აპლიკაციებს, რომლებიც განიხილება კონკურსით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით: მაღალი აკადემიური მოსწრება, და ინგლისური ენის შესაბამისი ცოდნა, სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა. საკონკურსო ვადის დამთავრების შემდეგ, ტარდება ტესტირება ინგლისური ენაში. მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნით (თუ კონკურსი გათვალისწინებულია), შერჩეული აპლიკანტებს უტარდებათ გასაუბრება სკაიპით.

გორის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტის რიცხვი გაიზარდა თუ არა?

– გორის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, პროექტების, ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების ბაზაზე.

წელიწადში დაახლოებით რამდენი სტუდენტის ჩართვაა შესაძლებელი გაცვლით პროგრამებში?

– ეს დამოკიდებულია პროექტების რაოდენობაზე, სტუდენტების აქტივობასა და მიმღები უნივერსიტეტების წინადადებებზე ყოველ წელს გორის უნივერსიტეტიდან “ერაზმუს +” პროგრამით მიემგზავრება 3 სტუდენტი, 2 სტუდენტი ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევით ცენტრში, 1 სტუდენტი საბაკალავრო პროგრამით და 4 საზაფხულო სკოლაში.

ამ ეტაპზე რამდენი სტუდენტია ჩართული საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში?

– 8 სტუდენტი, ხოლო საზაფხულო სკოლებში გაცვლების გავითვალისწინებთ – 12. დღევანდელი მდგომარეობით გორის უნივერსიტეტიდან ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლას განაგრძობს 8 სტუდენტი ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 9 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით გორის უნივერსიტეტში ტარდება საზაფხულო სკოლა პოლონელი და თურქი სტუდენტებისთვის. ამ პერიოდში გორის უნივერსიტეტს ეწვევა 15 სტუდენტი, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და ლექციები მათთვის საინტერესო თემებზე.

– როგორ უნდა გაიგოს სტუდენტმა, რომ უნივერსიტეტი კონკურსს აცხადებს გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის?

– ინფორმაცია კონკურსი გაცხადების შესახებ სტუდენტისათვის ხელმისაწვდომია: საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალურ ვებ-გვერდზე, უნივერსიტეტის სიახლეებში, სოციალური ქსელში, საინფორმაციო შეხვედრებით თითოეულ ფაკულტეტზე, გორის უნივერსიტეტი მის ხელთ არსებულს ყველა საინფორმაციო საშუალებას იყენებს, რათა სტუდენტებმა დროულად გაიგონ გამოცხადებული კონკურსების შესახებ. ესაა საინფორმაციო მონიტორები ყველა სასწავლო კორპუსში, გორის უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ გვერდი და სოციალური ქსელი, ასევე ყოველ სემესტრში, ახალ გამოცხადებული კონკურსების პარალელურად საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი მართავს სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც სტუდენტები იღებენ მათთვის საინტერესო კითხვებზე მაქსიმალურად ამომწურავ პასუხებს.

– როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა?

– გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტის დამოუკიდებლობის ფორმირებას, სპეციალობის მიმართ ახალი ხედვის განვითარებას, კომუნიკაციის გაფართოებას და ყოველივე ეს აისახება მის თანაჯგუფელებზეც ახალი ინფორმაციების გაზიარების საფუძველზე.

– რა პირობებში უწევთ ცხოვრება სტუდენტებს უცხოეთში?

– ევროპული პროექტების მიხედვით დადგენილია სტუდენტების მომსახურეობის პირობები, რაც კონკურსის გამოცხადებისას გათვალისწინებულია და გაცხადებულია. ეს პირობები საკმაოდ კომფორტულია სტუდენტისათვის დაინტერესდეს საკუთარი განათლების სრულყოფით. სტუდენტების უმრავლესობა ევროპული უნივერსიტეტბიდან ბრუნდება მოთხოვნილი კრედიტების ათვისების დონით. რაც შეეხება პირობებს, სტუდენტები უზრუნველყოფლნი არიან საერთო საცხოვრებლით, ასევე სტიპენდიით, რაც შეეხება მგზავრობის ხარჯებს, ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტი თანადამფინანსებელია. ასე რომ, სტუდენტებს მაქსიმალურად კომფურტული პირობები აქვთ იმისთვის რომ მიიღონ შესაბამისი განათლება და გააკეთონ სრული მობილიზება

– და ბოლოს რა რჩევას მისცემთ იმ სტუდენტებს, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს გაცვლით პროგრამებში?

– მინდა, ჩვენ სტუდენტებს ვურჩიო იყვნენ მეტად მობილიზებულები, რათა აკმაყოფილებდნენ იმ კრიტერიუმებს, რასაც ითხოვს აღნიშნულ პროგრამებში ჩართულობა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური