გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს პარლამენტარი გუგული მაღრაძე შეხვდა
22 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს – საქართველოს პარლამენტის და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, ქალბატონი გუგული მაღრაძე ეწვია და სტუდენტებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციისა და საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს და ისაუბრა ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე. სიტყვით გამოვიდა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც საზოგადოებას გააცნო ქალბატონი გუგული მაღრაძის მოღვაწეობა და ისაუბრა ღია პარლამენტის იდეის აქტუალობის შესახებ.
შეხვედრაზე, ქალბატონმა გუგული მაღრაძემ მიმოიხილა ის მთავარი მიღწევები, რაც საქართველოში საკანონმდებლო ღიაობის კუთხით იქნა მიღწეული. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეგოთ ახალი სერვისების შესახებ, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების (3 სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა ღია მმართველობის ინიციატივის (OGP) ფარგლებში) ფარგლებში შეიქმნა, საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით.
შეხვედრა ჩატარდა „პარლამენტის დღე უნივერსიტეტში“ კამპანიის ფარფლებში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უმაღლეს საგანანმანათლებლო დაწასებელებებში ატარებს. ამ ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI).
შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა გუგული მაღრაძემ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.
- ტრენინგი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები“ by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნვიერსიტეტში ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA“ პრეზენტაცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის უნივერსიტეტში ერასმუს +-ის 2023 წლის კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი