GE

გორის უნივერსიტეტსა და საფეხბურთო კლუბს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 10 დეკმბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა საფეხბურთო კლუბ “გორის” დირექტორ გია ისიანთან.

შეხვედრისას ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საფეხბურთო კლუბსა და უნივერსიტეტს შორის, რომლის მიზანია, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ერთობლივი ორგანიზება, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ფეხბურთის პოპულარიზაცია.

შეხვედრისას ასევე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის 20-21 დეკემბერს უნივერსიტეტის და საფეხბურთო კლუბის ორგანიზებით გამოჩენილი გორელი მწვრთნელის, ბატონ კობა თურაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური