GE

გორის უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

14 ივნისს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ ვიანორ ახალაიას და პროფესორ გიორგი გოგოლაშვილს კონფერენციის იდეისა და ორგანიზებისთვის.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პროფესორი ვიანორ ახალაია, რომელმაც ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე. აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა და პროფესორმა გიორგი გოგოლაშივლმა გააკეთეს მოხსენება თემაზე „დედაენა“ და ქართული ანბანი – კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლები“. პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში, სადაც წარმოდგენილი იყო 68 მომხსენებლის 65 ნაშრომი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური