GE

გრანტის გაცემისა და საგრანტო ქულის გამოთვლის წესი და ინსტრუქცია 2020 წლის აბიტურიენტებისთვის  

როგორ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე? – ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ ეს აბიტურიენტების ყველაზე აქტუალური კითხვაა.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი

ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს.

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2020 წელსაც გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%- იანი სასწავლო გრანტები.

სწავლების ერთ საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთხელ.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა აქვს იმ აბიტურიენტსაც, რომელმაც წინა წლებში მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არ გამოიყენა სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

ორი ან მეტი არჩევითი საგნის არჩევისას ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის (ჩაჭრის) ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით.

უმეტეს 2%-ისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით.

სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლიან, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე განაცხადებენ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურთ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და

ცენტრში წარადგენენ შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს;

  • იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას;
  • იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული და გამოყენებული აქვთ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე/ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;

აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესი:

ა ბ ი ტ უ რ ი ე ნ ტ ი აკადემიურ პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სამი საგნის შედეგების გათვალისწინებით – ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და მათემატიკის/ისტორიის გამოცდებში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისათვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.

თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, ვინაიდან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დამატებითი საგანი დააწესა, აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას – აბიტურიენტს უფლება აქვს გრანტი მოიპოვოს როგორც ზემოაღნიშნულ სამ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია/მათემატიკა) მოპოვებული აბსოლუტური ქულის, ისე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოური ენაში და დამატებით საგანში მოპოვებული აბსოლუტური ქულის შესაბამისად.

აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სამი სავალდებულო საგანია განსაზღვრული, თუმცა მესამე სავალდებულო საგნად განსაზღვრულია როგორც მათემატიკა, ისე ისტორია და აბიტურიენტი აბარებს ორივეს.

იგივე წესი მოქმედებს სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების) შემთხვევაში, სადაც ასევე 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო. ამ პროგრამებზე აბსოლუტური ქულა გამოითვლება:

  1. ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ბიოლოგიის შედეგების გათვალისწინებით;
  2. ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ფიზიკის/ქიმიის/მათემატიკის (იმის შესაბამისად, თუ რომელი გამოცდა აქვს ჩაბარებული აბიტურიენტს) შედეგების შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ოთხი საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხდება იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისათვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისათვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ საგანში, რომელზეც შესაბამის წელს მეტი თანხა გადანაწილდება.

საგნებზე თანხის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება საგნების რიგითობა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორია.

თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას (მათემატიკა/ისტორია), აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ერთ-ერთი მათგანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.

მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, უცხოურ ენაში – 164,8 და მათემატიკაში – 164,0 ქულა, მისი აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1 + 164,8 + (164,0X1.5) = 579,9. მიღებული ჯამი

მრავლდება 10–ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 579,9X10= 5799,0.

აბიტურიენტის აბსოლუტური ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით, განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;

ბ) აბიტურიენტის მიერ მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;

გ) აბიტურიენტის კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა.

აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე. (მაგალითად – 10-ზე, როგორც ეს აღნიშნულ მაგალითშია მოცემული).

ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტის განაწილება:

საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობა იყოფა 10 ნაწილად შემდეგი საგნებისათვის:

ა.ა) მათემატიკა;

ა.ბ) ბიოლოგია;

ა.გ) ქიმია;

ა.დ) ფიზიკა;

ა.ე) ზოგადი უნარები;

ა.ვ) ისტორია;

ა.ზ) გეოგრაფია;

ა.თ) ლიტერატურა;

ა.ი) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ა.კ) სამოქალაქო განათლება.

მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და ზოგად უნარების საგნებისათვის განსაზღვრულია პრიორიტეტული წონა – 1.4, ხოლო დანარჩენი საგნებისათვის -პრიორიტეტული წონა – 1.

საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 5% თანაბრად ნაწილდება თითოეულ საგანზე, ხოლო 95% პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზემოაღნიშნული საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად, საგნებისათვის მინიჭებული პრიორიტეტული წონის გათვალისწინებით. ამ მიზნით გამოითვლება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების რაოდენობა, რისთვისაც თითოეული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მრავლდება შესაბამის წონაზე, შემდეგ კი აკადემიური პროგრამებისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 95% საგნებზე გადანაწილდება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების პროპორციულად.

როგორ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე?

სახელმწიფო დაფინანსება (100%-ის ოდენობით) გაიცემა სპეციალურად ამ საგანმანათლებლო პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ზოგადი უნარების 22 აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ან აფხაზური ენის ან ოსური ენის გამოცდის შედეგის საფუძველზე. რეიტინგული სია, გამოცდის ენის მიხედვით, ზოგადი უნარების/აფხაზური ენის/ოსური ენის შედეგის საფუძველზე შედგება (მაგ.: მათთვის, ვინც ჩააბარა ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი, შედგება ცალკე რეიტინგული სია. ანალოგიურად შედგება სია მათთვის, ვინც ჩააბარა ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი და ცალ-ცალკე მათთვის, ვინც ჩააბარა აფხაზური ან ოსური ენები).

სკალირებისა და გათანაბრებული ქულის გამოთვლის მეთოდი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური