GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში – პარლამენტი შენი მეგობარი, გაიმარჯვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტმა – მერი მაისურაძემ. მან, კონკურსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარადგინა კანონპროექტი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (1801 მუხლის “ქონების მოტყუებით დაუფლება“ დამატება), რომელმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მერი მაისურაძე უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტაჟიორი და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ინსტიტუტის მკვლევარია.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა ულოცავს მერის ამ გამარჯვებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური