GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტმა შვიდივე სტანდარტის მიხედვით დადებითი შეფასება დაიმსახურა და კიდევ ექვსი წლით მიენიჭა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება.

“ეს წარმატება უნივერსიტეტის თითოეულ წევრს – მის აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს, ყველა სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ეკუთვნის, რადგან სწორედ ისინი, თავისი პროფესიონალიზმითა და დაუღალავი შრომით, ქმნიდნენ უნივერსიტეტის წარმატებულ ისტორიას”, – აღნიშნეს უნივერსიტეტში.

დღეიდან, უნივერსიტეტი განვითარების ახალი სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით შეუდგება თავის საქმიანობას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური