GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი „ELGER“ სამეცნიერო კონფერენციას ატარებენ

2021 წლის 27 თებერვალს სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი „ELGER“-ი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ატარებენ XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას “Science during the age of globalization”.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:

ფიზიკა – მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ტექნიკური მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა, ისტორია, ეკონომიკური მეცნიერებები, ფილოსოფია, ფილოლოგია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალი, კულტუროლოგია, ჟურნალისტიკა.

  • კონფერენცია გაიმართება: 2021 წლის 27 თებერვალს;
  • განცხადების მიღების ბოლო ვადა – 2021 წლის 15 თებერვალი;
  • სტატიის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა – 2021 წლის 20 თებერვალი;
  • სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული, რუსული, თურქმენული ენები;
  • ჩატარების ადგილი – თბილისი;
  • ჩატარების ფორმა – ელექტრონული ფორმატი.

თითოეული მონაწილე მიიღებს საერთაშორისო, ინგლისურენოვან სერტიფიკატს.

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ელექტრონული კრებულის სახით ცენტრის ვებგვერდზე: elger-etm.com. ზოგადი მონაცემები გამოქვეყნდება ინგლისურ ენაზე, ხოლო ინფორმაცია ავტორის შესახებ და სამეცნიერო სტატიები შესაბამის ენაზე. კრებულს მინიჭებული აქვს საერთაშორისო ნომერი (ISBN).

გადასახადი – 250 თურ. ლირა;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elger.conf@mail.ru; ტელ: +994 70 979 79 37 (WhatsApp); +90 536 880 00 23 (WhatsApp)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური