GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

15-17 მარტს ფლორენციაში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი და 21-ე გენერალური ასამბლეა „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც მშვიდობის მშენებელი“, რომლის ორგანიზატორი იყო რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდი.

სიმპოზიუმზე კულტურული მემკვიდრეობა განიხილულ იქნა როგორც ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ინტერკულტურული დიალოგისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში.

საერთაშორისო ფორუმში 42 ქვეყნის ექსპერტი, მეცნიერი, მკვლევარი, პოლიტიკოსი და კულტურის მოღვაწე მონაწილეობდა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები: UNESCO, ICOMOS, ICOM, UNWTO. პარტნიორთა შორის იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, რომელსაც სიმპოზიუმზე სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბელა კოპალიანი წარმოადგენდა.

პროფესორი ბელა კოპალაინი რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის ექსპერტი და ექსპერტთა საბჭოს წევრია.

პროფესორის მოხსენებაში – „ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის გამოწვევები და პერსპექტივები პლანეტა დედამიწისათვის საქართველოს მაგალითზე“, ხაზგასმით აღინიშნა კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ბრძოლის აუცილებლობის საკითხი, რომელშიც დიდი როლის შესრულება სწორედ აღნიშნული სიმპოზიუმის პარტნიორ ინსტიტუციებს შეუძლიათ. აღინიშნა, აგრეთვე, რომ წლების განმავლობაში საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში აქტუალობას არ კარგავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და ცხინვალში) მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობაც.

ბელა კოპალიანის გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი