GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრს ეწვივნენ

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრს ეწვივნენ.

აღნიშნული ინსტიტუცია წლებია თანამშრომლობს უნივერსიტეტთან და სტუდენტები საგანმანათლებლო დაწესებულებაში თეორიულად მიღებულ ცოდნას პრაქტიკულად სწორედ პარტნიორ სამართლებრივ უწყებებში განიმტკიცებენ.

მედიაციის ცენტრში სტუდენტებს შეხვდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პედაგოგი – ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც უნივერსიტეტში მედიაციის სალექციო კურსს ხელძღვანელობს.

სამართლის სკოლის სტუდენტებმა დაათვალიერეს მედიაციის ცენტრი, მიიღეს სრული ინფორმაცია ცენტრის საქმიანობისა და მედიაციის პროცესის პრაქტიკული მიმდინარეობის თაობაზე, შეხვდნენ ცენტრის ხელმძღვანელობას და ისაუბრეს მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

სამართლის სკოლის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი სხვადასხვა პარტნიორ უწყებაში გრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური