GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის წლის გრანდიოზულ ღონისძიებას გამართავს

სპეციალურად ალმა მატერის სტუდენტებისთვის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წლის გრანდიოზულ ღონისძიებას გამართავს.

17 ოქტომბერს, ალმა მატერის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება “90 ეზოს თამაშები”.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ უამრავ სახალისო და საინტერესო მინი ჩემპიონატებში, როგორიცაა:

  • ნარდი
  • დომინო
  • რეზინობანა
  • ლახტი
  • კლასობანა
  • ბურა
  • ტეტრისი

გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო და ამავდროულად თემატური საჩუქრები.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური