GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ვებსტერის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი თავის საგანმანათლებლო საქმიანობას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით წარმართავს და ამ მიზნით თანამშრომლობს ევროპისა და აშშ-ის არაერთ პარტნიორ უნივერსიტეტთან.

31 ოქტომბერს უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ვებსტერის უნივერსიტეტთან, რომლის საფუძველზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმეთვიანი სასწავლო კურსი გაიარონ ამ უნივერსიტეტში, შეიძინონ ცოდნა და ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ ევრო-ატლანტიკურ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებს, სწავლის დასრულების შემდგომ კი მიიღონ ორივე უნივერსიტეტის დიპლომი და აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით.

მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: საბერძნეთში ვებსტერის უნივერსიტეტის რექტორი ვასილ ბოტოპულოსი, ვიცე-რექტორი სუზანა მიხაილიდი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ცერემონიის დასრულების შემდეგ რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ვასილ ბოტოპულოსს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მანტია გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური