გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში “Teen Academy”-ის ფარგლებში გამართული სწავლება სტომატოლოგიას დაეთმო
9 მარტს აბიტურიენტების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში “Teen Academy”-ის ფარგლებში გამართული სწავლება სტომატოლოგიას დაეთმო.
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ვისაც სტომატოლოგია აინტერესებდა, უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში შეიკრიბა.
უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანმა ანა თეგეთაშვილმა და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა, წარჩინებულმა სტუდენტებმა: გვანცა დარჩიაშვილმა, იაკო შანიძემ და ლილია შანშაშვილმა მოსწავლეებს გააცნეს სტომატოლოგიის სასწავლო პროგრამა, ის სიახლეები, რომლებსაც სკოლა ამ მიმართულების სტუდენტებისათვის ახალი სასწავლო წლიდან გეგმავს, ისაუბრეს, აგრეთვე, იმ დაავადებებისა და მკურნალობის ძირითადი მეთოდების შესახებ, რომელიც სტომატოლოგიას უკავშირდება.
სალექციო ნაწილის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა მულაჟებზე პრაქტიკულად შეასრულეს სხვადასხვა სტომატოლოგიური მანიპულაცია: კბილის დაბჟენა, მკურნალობა, ამოღება და სხვა.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
- მენეჯმენტის ფრანგული სამაგისტრო სკოლის რექტორი სტუმრად გრუნიში by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- „ქოუჩინგი – როგორც კარიერული წინსვლის ინტრუმენტი“ – საჯარო ლექცია GRUNI-ში by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- მედიაციის საუნივერსიტეტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება GRUNI-ში და რექტორის უპრეცედენტო გადაწყვეტილება უფროსკლასელებისთვის by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი