GE

გრუნის დოქტორანტები მეცნიერების კვირეულის გამარჯვებულებად დასახელდნენ

მიმდინარე წლის 20-25 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა “მეცნიერების კვირეული-21“.

კვირეულის ფარგლებში ჩატარებული მრავალფეროვანი ღონისძიებების შედეგები სამინისტრომ 26 დეკემბერს შეაჯამა, გამოავლინა წარმატებული პროექტები და დაჯილდოვა ის მეცნიერები, სტუდენტები და ორგანიზაციები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს 2021 წლის მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამით განხორციელებული კონკურსებისა და სხვა აქტივობების ორგანიზებაში.

მათ შორის იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტები, რომლებმაც საპრიზო ადგილები მოიპოვეს კონკურსში “დისერტაცია / თეზისი 3 წუთში“.

I ადგილი: ანა გვარამაძე – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;

II ადგილი: მარიამი რუსიტაშვილი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;

III ადგილი: სალომე ბესტაევა – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

გრუნის სტუდენტებმა წარმოადგინეს სადისერტაციო თემები:

ანა გვარამაძემ – საქართველოში საგანმანათლებლო ტურიზმის განვითარების თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები;

სალომე ბესტაევამ – სოფლად ტურიზმის ბიზნესის განვითარება.

“მეცნიერების კვირეული – 2021“-ის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გამარჯვებულებს კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური