GE

ჰარუნ ჩიმქეს გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

2019 წლის 20 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტის პროფესორ, ჰარუნ ჩიმქეს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

სხდომის დასრულებისთანავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და პროფესურა პირდაპირ ჩართვით ესაუბრა პროფესორ ჰარუნ ჩიმქეს.

თურქ კოლეგას მორიგი წარმატება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა. პროფესორმა თამილა გოგოლაძემ, ასოც პროფ. ქეთევან ბარბაქაძემ, პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ, რიზეს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, სოფიო მახაჭაშვილმა და სხვებმა.

ჩართვის დასასრულს ბატონმა ჰარუნ ჩიმქემ მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, ადმინისტრაციას და დამსწრე საზოგადოებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური