GE

იბსუ-სა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია – აია GESS-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია – აია GESS-ს შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ და აია GESS-ის დირექტორმა რუსუდან ბოლქვაძემ მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, კერძო სკოლა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებას. ამასთან, სკოლის თანამშრომლები უსასყიდლოდ ისარგებლებენ უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მომსახურებით.

გაფორმებული დოკუმენტი საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეების ინტეგრაციას და სხვა არაერთ აქტივობასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ იბსუ აღნიშნული მემორანდუმი საფუძველზე ექსკლუზიურად 35%-იან სასწავლო შეღავათს გაუწევს იმ აბიტურინტებს, რომელთაც სერვანტესის სახელობის გიმნაზია დაამთავრეს და სწავლის გაგრძელება საბაკალავრო პროგრამებზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ.

საქმიანი ურთიერთობები სხვა კერძო სკოლებთანაც გაგრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური