GE

იემენის დანგრეულ სკოლაში გაკვეთილებს უსინათლო პატარა ბიჭი ატარებს (ვიდეო)

იემენის ქალაქ თაიზში მდებარე ნახევრად დანგრეულ სკოლაში ყოველდღიურად გაკვეთილებს ასობით მოსწავლე ესწრება. შენობა ხელისუფლებასა და ჰუსიტებს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანდა. არსებული მდგომარეობის გამო, სკოლის პერსონალს ხელფასს არ უხდიან.

როდესაც მასწავლებლებს გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვთ, ამას ცხრა წლის აჰმედი აკეთებს. ბიჭუნა დაბადებიდან უსინათლოა.

,,გაკვეთილებზე ბავშვებს იმას ვასწავლი, რაც მე თვითონ უკვე გავიარე. საგნებიდან ყველაზე მეტად ყურანი და მეცნიერება მიადვილდება“, – ამბობს ის.

აჰმედის თქმით, მოსწავლეები ახალ სკოლაზე, სკამებზე, კარებზე, ფანჯრებსა და დაფებზე ოცნებობენ.

სკოლა 2016 წელს, მას შემდეგ დაიხურა, რაც ჰუსიტებმა მისი ოკუპირება შეძლეს. ხელისუფლების ჯარებმა შენობის დაბრუნება შეძლეს. შენობის დაზიანების მიუხედავად, მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის გაგრძელება გადაწყვიტეს. სკოლის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ხმები ახლაც ისმის.

იუნისეფის მონაცემებით, 2014 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის გამო, ქვეყანაში ყოველი მეხუთე სკოლა არ მუშაობს.

იხილეთ ვიდეო

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური