ილიაუნის რექტორისა და კანცლერის პასუხი მთავრობის გადაწყვეტილებას
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026 წელს სტუდენტთა მიღებას მხოლოდ ამ მიმართულებებზე გამოაცხადებს: პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები.
გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი და სტუდენტები:
ნინო დობორჯგინიძე, ილიას უნივერსიტეტის რექტორი: “უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონიმიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე შეთანხმდნენ ერთმანეთში.
გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის – არა მხოლოდ ახლა!
p. s. საბჭოები ახლა იკრიბებიან”.
ქეთევან დარახველიძე, ილიას უნივერსიტეტის კანცლერი: “ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგებით გაზომილ ყველაზე მოთხოვნად და სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღების აკრძალვა არა რეფორმის ტექნიკური ნაწილი, არამედ მორიგი ეკრანიდან გაცხადებული მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
ეს არის პირდაპირი დარტყმა უნივერსიტეტზე, რომლის წარმატებები არაერთგზის გაზომოლია ადგილობროვი და საერთაშორისო შეფასებებით. ეს არის დარტყმა უნივეტსიტეტის ავტონომიაზე და აკადემიურ თავისუფლებაზე. გამოგვიცხადეს რეალობა, რომ ხარისხი, უნივერსიტეტის ორგანული წარმატებები ანგარიშგასაწევი აღარ არის; ინსტიტუციური ავტონომია და ჯანსაღი კონკურენცია ღირებულებად აღარ ითვლება.
ტყუილს დაარქვეს „სიღრმისეული კვლევა“. გაუმართავ, მოტივირებულ და მიკერძოებულ პროცესს დაარქვეს „რეფორმა“. გაუქმებულ კონკურენციას დაარქვეს „დედა უნივერსიტეტის აღდგენა“. რეფორმა გამჭვირვალობის გარეშე არ არსებობს. ქვეყნის მომავალი ხელოვნურად გამოძერწილ მონოპოლიებზე ვერ აშენდება”.
ილიაუნის სტუდენტებმა საპროტესტო გამოსვლა დააანონსეს.
ამავე თემაზე:
სახელმწიფო უნივერსიტეტები წელს 21 000-ზე მეტ სტუდენტს მიიღებენ – კონტინგენტი 2 000-ით იზრდება
-
რა ოდენობის ხელფასებია უმაღლესი განათლების ხარისხის ცენტრში 2026 წელს – დირექტორი, მოადგილეები, სამსახურის უფროსები
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, რომელი პროფესიული პროგრამები იყო ყველაზე პოპულარული 2025 წელს – საქსტატის მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
როდის უნდა ველოდოთ პროფესიული განათლების რეფორმას? – რას აანონსებს პრემიერ-მინისტრი
by ARIS.GE-განათლება