GE

სკოლა “ჯეჯილში” ინოვაციების ლაბორატორია – “FutureLab” გაიხსნება

სკოლა “ჯეჯილში” მომავლის პროფესიების და მეწარმეული უნარების პრაქტიკული სწავლება დაინერგება, ასევე შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ინოვაციების ლაბორატორია – FutureLab.

სკოლაში აღნიშნულ სიახლეებს კომპანია Future Laboratory-ი დანერგავს, რომელიც წარმოადგენს, ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართულებით.

სკოლის მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ ცოდნა და გამოცდილება მომავლის ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებში, მათ შორის პროგრამირებაში და რობოტოტექნიკაში, ასევე სკოლა განახორციელებს ბავშვებისათვის პრაქტიკული მეწარმეობის სწავლებას. მოსწავლეები შეძენილი ცოდნით, პრაქტიკულად ისწავლიან თუ როგორ შექმნან საკუთარი სტარტაპი, იმუშაონ ინვესტორებთან, გაიყვანონ სტარტაპი ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე. ყველა პროცესში ინტეგრირებულია პროექტული სწავლების მეთოდოლოგია (PBL).

Future Laboratory-ის სპეციალისტებს, მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი პროექტების შექმნაში, როგორიც არის “ტექნოპარკი საქართველო”, “ტექნოპარკი ზუგდიდი”, პროგრამა “სტარტაპ საქართველო”, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცეტრი “UG Startup Factory”, მოლდოვის რეგიონალური ინოვაციები ჰაბი, ევროპული სკოლის STEAM Fablab-ი, საერთაშორისო სკოლა “ბაქსვუდის” ინოვაციების ცენტრი და სხვა პროექტები.

Future Laboratory-ი ასევე განახორციელებს მომავლის პროფესიების სწავლების, პროგრამების მენეჯმენტს და ხარისხის კონტროლს. სკოლაში Future Laboratory-ის მიერ ჩატარდება სხვა დამატებითი ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებული იქნება, ინოვაციებთან, ახალ ტექნოლოგიებთან და სტარტაპებთან.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური