2026 წლის მიღებიდან და შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის სწავლა უფასო იქნება – პრემიერ-მინისტრის დამატებითი განმარტება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დღეს, 5 დეკემბერს, გამოეხმაურა განათლების მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ახლადმიღებული სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში სწავლა ფაქტობრივად უფასო იქნება და დამატებითი განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში ეტაპობრივად დაინერგება.
“რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას და კონკრეტულად დაფინანსების საკითხს, ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეკრება, განვიხილეთ ეს საკითხი მთავრობის ფორმატშიც და პოლიტიკური საბჭოს ფორმატშიც და მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი მიღებიდან, უკვე 2026 წლის მიღებიდან, სტუდენტების სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა იქნება სრულიად უფასო. ანუ, ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და ამის შემდეგ წლებში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ყველასთვის სწავლა იქნება უფასო”, – თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამ განცხადების შემდეგ, რა პრინციპით მოხდება უნივერსიტეტში სტუდენტის ჩარიცხვა, ან როგორ იქნება მისაღები ადგილების რაოდენობა განსაზღვრული, პრემიერ-მინისტრს აღარ დაუკონკრეტებია.
ასევე იხილეთ:
-
[2025] რომელ უნივერსიტეტებშია კონცენტრირებული კარგად მომზადებული აბიტურიენტები? – EDU.ARIS.GE | RANKINGS
by ARIS.GE-განათლება
-
NAEC-ის ახალი ხელმძღვანელი თამარ მემანიშვილია – საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში
by ARIS.GE-განათლება
-
„პირველკლასელების კვებით უზრუნველყოფა დღეში 4 ლარი, შშმ ბავშვების კი 6 ლარი იქნება“ – მუნიციპალიტეტის დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
