იხდის თუ არა აბიტურიენტი შემოქმედებითი ტურის თანხას „ნაეკში“ და როგორია პროცედურა
2019 წლის აბიტურიენტი, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას შემოქმედებით ტურს ირჩევს არ იხდის გადასახადს „ნაეკის“ ანგარიშზე. ის ვალდებულია, რეგისტრაციის პარალელურად, მიაკითხოს შერჩეულ სახელოვნებო სასწავლებელს, გაარკვიოს შიდა რეგისტრაცია იქ ჩასაბარებელ გამოცდასთან დაკავშირებით და დარეგისტრირდეს, შესაბამის თანხასაც სწორედ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებელში იხდის, რაც ინდივიდუალურია სხვადასხვა სახელოვნებო სასწავლებლისთვის (სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და სხვ).
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რეგისტრაციის ამ ეტაპზე აბიტურიენტს უკვე გარკვეული უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი ტურის გავლის შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან შემოქმედებითი ტური სასურველ სასწავლებელში იმაზე ადრე ტარდება, ვიდრე ეროვნული გამოცდები.
რაც შეეხება შეცდომით გადახდილ თანხებს, თუ აბიტურიენტს შეეშალა და იმაზე მეტი გამოცდის თანხა ჩარიცხა „ნაეკის“ შესაბამის ანგარიშზე ვიდრე აბარებს, კონკრეტულ ეტაპზე მას ამ თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნება, შესაბამის პროცედურას გამოცდების ცენტრი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
რეგისტრაცია 2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის დაიწყო – როგორ დავრეგისტრირდეთ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება