GE

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქუთაისში სამი ბაგა-ბაღი დაიკეტა

კორონავირუსის გავრცელების გამო, ქუთაისში სამი ბაგა-ბაღი დაიკეტა. N32-ე, N35-ე და N37-ე ბაღებში ვირუსი დაწესებულებების თანამშრომლებს, გეგმიური ტესტირების ჩატარებისას დაუდასტურდათ.

ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების მმართველ დავით წიტაიშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების დაცვით გრძელდება და ბაღებში ბავშვთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს.

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია.

 

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური