GE

კსუ-ის გუნდმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 5:3 დაამარცხა

10 დეკემბერს საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 5:3 დაამარცხა.

CIU-ს მხრიდან გოლები ნიკა ხარატიშვილის, ბექა ბექაურის, გიორგი ჭოხონელიძის (2) და ნიკა ოთინაშვილის ანგარიშზეა.

აღნიშნული გამარჯვებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ჩემპიონატში 13 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

CIU-ს მეკარის, დავით ჯინჭარაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო, ტურის ოთხივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო და ყველა გუნდმა თამაში შავი ლენტით ჩაატარა.

ცნობისთვის, ფუტსალის ლიგაში, რომელიც რანგით უმაღლესია, 8 გუნდი ასპარეზობს. გუნდები 3 წრედ ასპარეზობენ, საუკეთესო ექვსეული კი, საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი-ოფიდან აგრძელებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური