მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგის დანამატი 142 ლარით განისაზღვრა
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 142 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
შესაბამის ბრძანებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ხელი უკვე მოაწერა.
როგორც ბრძანებაშია განმარტებული, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.“
დაზუსტებულია, რომ დანამატი მიეცემა, მხოლოდ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებელს.
მაღალმთიანი რეგიონების მასწავლებლებისთვის დანამატის გაზრდა იგეგმება
რამდენ პედაგოგს, მოსწავლეს და სკოლას შეეხება მთის კანონით დადგენილი შეღავათები
-
2027 წლიდან საქართველოში, შესაძლოა, ციფრული დიპლომებისა და ატესტატების ანალოგების გაცემა დაიწყოს
by ARIS.GE-განათლება
-
როგორია მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების უახლესი მონაცემები და სქემაში განაწილება – 2026 წლის 9 თვის მაჩვენებლები
by ARIS.GE-განათლება
-
სტუდენტთა ნაწილისთვის სწავლის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება – ვის ეხება
by ARIS.GE-განათლება