მასწავლებელთა დაწყებითი საფეხურის ტესტები გამოქვეყნდა – შემოდგომის გამოცდები 2019
გამოქვეყნდა შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებაის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV და I – VI კლასებისთვის.
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი 2 ნოემბერს, პროფესიული ტესტირებით დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდება.
წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 – ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.
დღეს მასწავლებლები და მსურველები გამოცდას შემდეგ საგნებში აბარებენ: ბიოლოგია; გეოგრაფია; ინგლისური ენა – წერითი ნაწილი; რუსული ენა – წერითი ნაწილი; გერმანული ენა – წერითი ნაწილი; ფრანგული ენა – წერითი ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი.
-
რა წინაპირობები დაწესდება საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისთვის – ცვლილებები შსს-მ მოამზადა
by ARIS.GE-განათლება
-
სხვა მოთხოვნები რექტორისა და დეკანის არჩევისას – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა
by ARIS.GE-განათლება
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 19 742 პირი ჩაირიცხა გასულ წელს – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი
by ARIS.GE-განათლება