GE

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეეძლებათ – ინსტრუქცია

2019 წლის შემოდგიმაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდა 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. აპლიკანტებმა საგამოცდო ცენტრში მისვლისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი.

საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ტესტირების მონაწილე აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 24 ოქტომბრს, 15:00 საათიდან შეეძლებათ ვებ-გვერდიდან online.naec.ge.

ბარათზე მითითებული იქნება მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:

1. აპლკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით შედისვპირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგანი და ა.შ. ) იყენებს ღილაკს – ,, დაბეჭდეთ ბარათ,,

2. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტული თაბახის ფურცელზე (A4).

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

სურვილის შემთხვევაში, აპლიკანტს საშუალება აქვს თან იქონიოს გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

შეგახსენებთ, რომ მიმდნარე წელს შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისთვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში 13 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ასევე იხილეთ:

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის ჩატარების განრიგი

მასწავლებელთა გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის მინიმალური გამსვლელი ქულები ცნობილია

რა კრიტერიუმებით შეფასდება 2019 წლის ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები?

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური