2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. აპლიკანტებისთვის დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი თუ როდის შეეძლებათ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას და როგორი იქნება საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტი.
ამ დროისთვის კი უკვე ცნობილია 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტის მაქსიმალურ ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა.
ცნობისთვის, წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 – ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდა ჩატარდება 8 საგამოცდო ცენტრში (ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი, ქუთაისი).
შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება