GE

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის მინიმალური გამსვლელი ქულები ცნობილია

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. აპლიკანტებისთვის დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი თუ როდის შეეძლებათ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას და როგორი იქნება საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტი.

ამ დროისთვის კი უკვე ცნობილია 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტის მაქსიმალურ ქულები, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა და მინიმალური გამსვლელი ქულები.

იხილეთ 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

იხილეთ 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მინიმალურ გამსვლელი ქულები

პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების მიზნით ჩატარებულ ტესტირებაში მიღებული ქულების შესაბამისად დააგროვებს კრედიტქულებს, ხოლო ფაილში მოცემული ცხრილი ეხება მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც არ არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები.

აპლიკანტს, რომელიც არ არის პრაქტიკოსი მასწავლებელი, საგნის გამოცდა წარმატებით დაძლეულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტს ვარსკვლავით (*) აღნიშნულ საგნებში მონაწილემ უნდა გადალახოს შიდა ზღვრებიც, რადგან ტესტი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება.

ცნობისთვის, წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 – ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდა ჩატარდება 8 საგამოცდო ცენტრში (ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი, ქუთაისი).

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური