GE

მასწავლებელთა საგნობრივ და პროფესიული უნარების ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგებზე რეგისტრაციას იწყებს. ტრენინგები განკუთვნილია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში პრაქტიკოს მასწავლებლად განაწილებული პედაგოგებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.

სატრენინგო პროგრამა ხელს შეუწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის მობილიზებას, საგნობრივი მეთოდიკის ასპექტების და ზოგადი პროფესიული უნარების განვითარებას. ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი და დახვეწონ ტესტის შევსების ტექნიკა.

სატრენინო პროგრამის „ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის“ გავლა უფასოა საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური