მასწავლებელთა სქემასა და პედაგოგთა ტრენინგებში ცვლილებები შედის
მასწავლებელთა სქემაში შესატანი ცვლილებები ზაფხულში გაირკვევა. როგორც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, ზაფხულში საპილოტე წელი დასრულდება და სექტემბრიდან იგი საბოლოო სახით ამოქმედდება. თუმცა, მინისტრისავე თქმით, ესეც არ ნიშნავს იმას, რომ მასში ცვლილებები სამომავლოდ აღარ შევა.
პედაგოგთა ტესტირების სკანდალური შედეგების შემდეგ პროფესიული ტრენინგების განახლებაც იგეგმება. თუმცა, მასწავლებელთა სახლში აცხადებენ, რომ როგორც არ უნდა განააახლონ ტრენინგები, მასწავლებლებს იმას, რაც უნივერსიტეტში უნდა ესწავლათ, ვერ ასწავლიან.
იგივეს ამბობენ სპეციალისტებიც და მიიჩნევენ, რომ ტრენინგებს მასწავლებელთა სახლი არც უნდა ატარებდეს. ისინი მინისტრს სქემის მოქნილობას და ნაკლებდეტალიზებასაც ურჩევენ.
- ცვლილებები სქემაში
„სქემაში შეასატანი ცვლილებები ჩამოყალიბებულად ზაფხულში გვექნება, როცა პირველ საპილოტე წელს დავასრულებთ. მოგეხსენებათ, ეს სქემა საპილოტე რეჟიმში იყო ჩაშვებული. საპილოტე იყო ჩვენთვის და არა მასწავლებლისთვის, რადგან თუკი მასწავლებელი ამ პერიოდში გარკვეულ დავალებებს შეასრულებდა, რაც სქემით განსაზღვრული იყო, კრედიტებს აგროვებდა“ – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მინისტრმა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენმა მასწავლებელმა შეიცვალა კატეგორია პირველი, საპილოტე წლის განმავლობაში, მინისტრი ამბობს, რომ მათი რიცხვი 300-ზე მეტია, რაც, სანიკიძის აზრით, საპილოტე რეჟიმის გათვალისწინებით, ძალიან კარგი შედეგია.
ამით, მისი თქმით, ცხადი ხდება, რომ ინსტრუმენტებიც მუშაობს და მასწავლებელიც. რაც მთავარია, სქემა საფეხურებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა.
თუმცა, აქვე არც იმას გამორიცხავს, რომ მასში ხარვეზები გამოჩნდეს. ამბობს, რომ ამას ზაფხულისათვის გაასწორებენ და ახალი აკადემიური წლიდან სქემა საბოლოო სახით ამოქმედდება. თუმცა, არც იმას გამორიცავს, რომ მასში მომდევნო წლებშიც შევიდეს ცვლილებები.
„ამ მომენტში შეფასების ინტრუმენტებზე, რუბრიკებზე უფრო მეტი ყურადღება მაქვს გადატანილი. მაგალითად, თვითშეფასების კიხვარზე, შიდა სასკოლო შეფასებისა და გარე დაკვირვების რუბრიკებზე. გარე და შიდა დაკვირვებისას, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახელმწიფო ანხორციელებს მეორეს კი – სკოლა, შეფასების ინსტრუმენტები იგივეა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
“რაღაც ეტაპზე სკოლასა და მასწავლებლებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი აამუშავონ, დანერგონ, ივარჯიშონ და მხოლოდ ამის შემდგომ, როცა კატეგორიას შეიცვლიან, შემოდის სახელმწიფო, რათა დააკვირდეს თუ რამდენად სწორად იყენებს მასწავლებელი და სკოლა ამ შეფასების ინსტრუმენტს და რამდენად ეფექტურია მისი პრაქტიკაში განხორციელებული აქტივობა,“ – დასძენს თამარ სანიკიძე.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფო ლობჟანიძე ამბობს, პილოტირების წლის დასრულდების შემდეგ შედეგების ანალიზი გაკეთდება და სქემიდან ის კომპონენტები ამოვარდება, რომელმაც ვერ იმუშავა. რა მოხდება კონკრეტულად და რომელი კომპონენტი ჩანაცვლდება, ამას, პილოტირების ანალიზამდე ვერ გვეუბნება.
“ერთი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითშეფასების კითხვარზე მუშაობა დასრულდა და ჩვენ უკვე ამ კითხვარისადმი მასწავლებელთა დამოკიდებულების კვლევა დავიწყეთ. უნდა გამოვკვეთოთ თუ რა ერთულებათ. როცა მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგად,საბოლოო ანალიზის შედეგები გვექნება, მცირეოდენი ცვლილებები თვითშეფასების კითხვარშიც შევა,” – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას სოფო ლობჟანიძე.
სქემის ცვლილებას განათლების ექსპერტი, სამოქალაქო განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი მიესალმება და ამბობს, რომ იგი მეტისმეტად დეტალიზებულია და აუცილებელია, რომ მასში მეტი თავისუფლება იყოს. მაგალითად კი ასახელებს, რომ სქემაში მცემულია გარკვეული კრიტერიუმები თუ რომელ საგანმანათლებლო რესურსს აღიარებს სახელმწიფო. ამ დროს, მოსიაშვილის თქმით, საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ ძნელია დავაკონკრეტოთ თუ რომელი მათგანი შეიძლება იმსახურებდეს და ან იმსახურებდნეს სახწლმწიფოს მხრიდან აღიარებას.
მისი აზრით, ასევე ძალიან ძნელია საგანმანათლებლო რესურსების ეფექტურობა შევაფასოთ, რადგან თუკი იგი მასწავლებელთა 5%-ს მაინც გამოადგება, მისი არსებობა უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია.
“მასწავლებელთა მიერ მეთოდური მასალების, სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებითაც, ჩემი აზრით, მოთხოვნები ძალიან მაღალია. სტატიების გამოქვეყნებაშიც თავისუფლება უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი შემდეგია – კარგია რომ მასწავლებლებს პროფესიული განვთარების ტრენინგებში მონაწილეობის მიღება მოეთხოვებათ, ტრენინგების მნშივნელობა მაღალია, განსაკუთრებით მაშინ თუკი ის სწავლების მეთოდიკის დხვეწას ემსახურება, მაგრამ სანამ საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აკრედიტაციის მექანიზმის არ ამოქმედდება, მანამ ეს პროცესი რეალურად ადგილიდან ვერ დაიძვრება.
“თუ სახელმწფო ამ პროცესის წახალისებას აპირებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აკრეტიდაციის ამოქმედება და ამ მიმართულებით დეცენტრალიზაციის დაწყება მნიშვნელოვანია. სამინისტრო ცვლილებებს თუ გაატარებს კარგია, რადგან ამ სქემაში მართლაც უამრავი სიახლის შეტანა შეიძლება გახდეს საჭირო,” – აცხადებს მოსიაშვილი.
- ცვლილებები ტრენინგებში
მოგეხსენებათ, მასწავლებელთა ტესტირების შედეგები, რომელიც დაახლოებით 1 თვის წინ გამოქვეყნდა, საკმაოდ სკანდალური იყო. ამ ფონზე კიდევ უფრო საფუძვლიანი გახდა იმ სერტიფიცირებულ მასწავლებელთა აღშფოთება, რომლებიც საჯარო სკოლებში სამუშაოს, მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად, აქამდე ვერ შოულობენ. EDU.ARIS.GE დაინტერსდა თუ რას გეგმავს სამინისტრო ამის შესაცვლელად და სქემასთან ერთად, უნდა ველოდოთ თუ არა სიხალეებს ამ კუთხითაც.
როგორც განათლების მინისტრი განმარტავს, ჯამში 2 ათასამდე ადამიანია ისეთი, ვინც სერტიფიცირებულია, მაგრამ საჯარო სკოლებში არ მუშაობენ. ამ 2 ათასიდან კი, სანიკიძის თქმით, ნახევარზე მეტი ისეთია, რომელთაც სასკოლო პრაქტიკა არ აქვთ. მათ უბრალოდ სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარეს ემზადებიან, რომ როდესღაც სისტემაში შემოვლენ.
მინისტრის თქმით, 2 ათასი მასწავლებელი არაფრით არაა იმ 45 ათასი პრაქტიკოსი პედაგოგის საპირწონე, რომელიც დღეს სისტემაში გვყავს. სისტემა კი იმგვარადაა დაგეგმილი, რომ მათი შემოდინება უზრუნველყოფილია.
„უბრალოდ, მასწავლებლებს გარკვეული პერიოდი აქვთ მიცემული იმისათვის, რომ თავიანთი უნარები და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურონ. ამის უფლება, ვფიქრობ, ნამდვილად აქვთ. ბუნებრივი ჩანაცვლება კი აუცილებლად დაიწყება. სხვა თუ არაფერი, პედაგოგთა ასაკის გამო მაინც,“ – აღნიშნავს იგი.
რაც შეეხება გამოცდების სკანდალურ შედეგებს, მინისტრი ამობს, რომ ეს თემა არასწორად გაშუქდა და შედეგად, მასწავლებლები კიდევ ერთხელ გახდნენ თავდასხმის ობიექტები. ამბობს, რომ საზოგადოებას ნათლად არ განემარტა თუ რისგან შედებოდა ის 83 %, რომელმაც გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა.
„გგონიათ ეს 83 % მთლიანად შედგებოდა იმ მასწავლებლებისაგან, რომლებიც იმ საგანს აბარებდნენ, რომელსაც სკოლაში ასწავლის? რა თქმა უნდა, არა. ამ 83 %-ში შედიან როგორც საჯარო სკოლების მოქმედი პედაგოგები, ისე კერძო სკოლების პედაგოგები, რომლებიც აქამდე ამაში მონაწილეობას არ იღებდნენ, ასევე მასწავლებლობის მსურველები, რომლებც სისტემაში დასაქმებულები საერთოდ არ არიან და დიდი რაოდენობა შედის იმ მოქმედი მასწავლებლებისა, რომლებმაც უბრალოდ მოსინჯეს და სხვა საგანი ჩააბარეს, რათა საათები შეევსოთ და ამ საათების შევსებაშიც სერთიფიცირების დანამატი მიეღოთ. ეს განსაკუთრებით დაწყებითებს პედაგოგებს ეხებათ. ასე რომ, მასწავლებელი თუ ტესტს ვერ აბარებს, იმას არ ნიშნავს, რომ იგი ცუდი მასწავლებელია და გაკვეთილის ჩატარება არ შეუძლია,“ – აღნიშნავს სანიკიძე.
ჩვენს კითხვაზე თუ რამდენია ასეთი პედაგოგების წილი, იმ 83%-ში, მინისტრი გვპასუხობს, რომ უმეტესი წილი და ამაში 50%-ზე მეტი იგულისხმება.
„ვფიქრობ, რომ აქ ჩვენი მინუსი იყო – ეს სტატისტიკა ჯერ უნდა დამუშავებულიყო და საზგადოებისათვის კარგად დამუშავებული სურათი მიგვეწოდებინა და არა საერთო სურათი, რომელზეც ახსნა-განმარტების მოძებნა ძალიან რთულია. კარგი იქნებოდა ეს თავიდანვე სწორად განმარტებულიყო და კიდევ ერთხელ არ გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რაც მასწავლებელს მოტივაციას დაუკარგავდა,“ – დასძენს სანიკიძე.
გარდა ამისა, სანიკიძის თქმით, წელს მათთვის პრიორიტეტული არა მასწავლებლების მიერ ტესტის კარგად ჩაბარება იყო, არამედ საპილოტე რეჟიმში სქემაში გარკვევა, თვითშეფასების კითხვარის გამოყენებაში მასწავლებლების მომზადება, ფასილიტატორების არჩევა და მათი გადამზადება, შიდა სასკოლო დაკვირვებისათვის ჯგუფების დაკომპლექტება და ტესტურ რეჟიმში შიგნით მონაწილეობა.
„როგორ შეიძლებოდა მთელი ამ პროცესების უგულვებელყოფა და ტესტზე აქცენტის გაკეთება, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენთვის მეათეხარისხოვანი იყო? ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მასწავლებელი სხვა რამეში ყოფილიყო ჩართული და არა ტესტის მომზადებაში. ამიტომაც, 3 წლის განმავლობაში, რომლის ათვლაც სექტემბრიდან დაიწყება, პედაგოგებს აქვთ უფლება გამოცდაზე წელიწადში ორჯერ გავიდნენ და ჩააბარონ,“- დასძენს სანიკიძე.
ჩვენს კითხვაზე, მიუძღვის თუ არა „წვლილი“ ასეთი შედეგების მიღებაში მასწავლებელთა სახლსაც, სანიკიძე ამბობს, რომ ამაში ბრალი მთელ სისტემას მიუძღვის.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფო ლობჟანიძე კი აცხადებს, რომ ტრენინგი აკადემიური კურსი არაა და იგი მიზნად მასწავლებლისათვის აკადემიური ცოდნის მიცემას არ ისახავს. მისი თქმით, იმ ცოდნას, რაც ადამიანს 4 წლის განმავლობაში უნივერსიტეტმა უნდა მისცეს, ტრენინგი ვერანაირად ვერ მისცემს, რაც არ უნდა გრძელვადიანი იყოს.
ამბობს, რომ ტრენინგების მიზანი მასწავლებისათვის სიახლის მიწოდებაა -სწავლების მეთოდიკაში, საგანში, დარგში, სასწავლო გეგმაში და ა.შ. იმ ცოდნის სისტემაში მოყვანა, რომელიც მასწავლებელს აქვს. ასე რომ, მისი განმარტებით, მასწავლებელთა სახლი მასწავლებლისათვის აკადემიური ცოდნის მიცემის ფუნქციას ვერასოდეს აიღებს. თუმცა, სიახლეების შეტანას მაინც გეგმავენ.
“პროგრამები გადახედილია და მუდმივად ახლდება. საგნობრივი პროგრამები ადაპტირდა იმ სიახლეებთან და საჭიროებებთან, რაც პედაგოგთა მხრიდან გამოიკვეთა. სავარაუდოდ 1-2 კვირაში უკვე საგნის ტრენინგებზე დასასწრებად რეგისტრაციაც გამოცხადდება,” – აღნიშნავს ლობჟანიძე.
თამარ მოსიაშვილი: „ამ მიმართულებით ფინანსების ხარჯვას სკეპტიკურად ვუყურებ. როცა მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია სათანადო არაა და მასწავლებელმა თავისი საგანი უნივერსიტეტში უნდა ისწავლოს, უნივერსიტეტის გარდა ამ ხარვეზის გამოსწორებას ვერაფერი შეძლებს, სამეცნიერო ცოდნას ჩვენ უმაღლეს სასწავლებლებში ვიღებთ.
“მეთოდურ ცოდნას რაც შეეხება, პროფესიული განვითარების ტრენინგებს მასწავლებელთა სახლი საერთოდ არ უნდა ატარებდეს, რადგან იგი თავისი დებულებიდან და შექმნის მიზნებიდან გამომდინარე პოლიტიკის მკეთებელი დაწესებულებაა – მსწავლებელს პროფესიულ სტანდარტებს აძლევს, სერტიფიცირების დებულებაზე და სხვა საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობს. შესაბამისად, ტრენინგები უფრო სხვა ორგანიზაციების საქმეა. მაგალითად, საგანმანათლებლო ასოციაციებისა და უნივერსიტეტების.”
პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო დღეს არსებულზე უკეთ მომზადებული პედაგოგების მიღებას გეგმავს
სისტემა თუ პედაგოგები – ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი შედეგზე?!
თაკო არის© მათეშვილი
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი