GE

მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებითი ვადები დადგინდა

მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებითი ვადები განისაზღვრა. ბრძანებას ხელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი აწერს.

ბრძანების თანახმად, მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებით ვადად განისაზღვრა 2018 წლის 6 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. მასწავლებლების სქემაში განაწილების აღნიშნული დამატებითი ვადები დადგინდა იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც 2015 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით იყვნენ მოქმედი მასწავლებლები.

იხილეთ როდის მიენიჭებათ სტატუსი ზაფხულში გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს და როდის გამოცხადდება რეგისტრაცია გარე დაკვირვებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური