GE

მასწავლებლებს გამოცდების შედეგები სექტემბრის დასაწყისში ეცოდინებათ

2019 წლის აბიტურიენტებთან ერთად, მასწავლებლებიც მოუთმენლად ელიან თავიანთი გამოცდების შედეგებს.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, როდის ეცოდინებათ მასწავლებლებს გამოცდების შედეგები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ გასწორების პროცესი მიმდინარეობს აბიტურიენტებისა და მაგისტრანტების ნაშრომების პარალელურად და შედეგები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

„პარალელურად მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი მასწავლებლებისთვის, ნაშრომების რაოდენობა არის ძალიან დიდი, თითქმის ორმაგია წინა წლებთან შედარებით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღაც აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გვექნება საბოლოოდ მასწავლებლების შედეგები“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების ზოგადი უნარების ტესტის შედეგები გამოაქვეყნა.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური