GE

მე და ჩემი კრედიტქულა

პედაგოგი, ნინო მესხორაძე, თავის ფეისბუქ გვერდზე  სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც სასკოლო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

მე და ჩემი კრედიტქულა 🙂

ორი დღის წინ ვაცნობე ჩემს მშობლებს “IB-მთიებიდან” წამოსვლის შესახებ.

19692476_660750237446906_746711207_nორი დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები. მწერენ პირადში, იკვლევენ მიზეზებს. ბავშვებს ჯერ არ ვეტყვით, სექტემბერში უფრო ადვილად გადაიტანენო, ამბობენ და სწორადაც იქცევიან. (მშობელმა უკეთ იცის, რა როდის უთხრას შვილს).

ვზივარ და ვფიქრობ: ნუთუ არსებობს უფრო მაღალი კრედიტქულა მასწავლებლისთვის, ასეთ ნდობას რომ დაინახავ მშობლებში?..

ახლანდელი იქით იყოს და წინა საუკუნეში სკოლადამთავრებული მოსწავლეები (უკვე კაცები და ქალები), როდესაც ქალაქგარეთ ან აქვე, რომელიმე რესტორანში დაგეგმავენ შეხვედრას და შენც თან წაგიყოლებენ, ეს რამდენი კრედიტქულაა, ნეტავ? 🙂

ვისთვისაც მისწავლებია, თითქმის ყველა რომ მყავს დამეგობრებული ფბ-ზე და მითბობენ გვერდებს (ყველანაირი გაგებით 🙂 ), კიდევ არსებობს ამაზე დიდი კრედიტქულა?..

დირექტორი ხელფასის მომატებას რომ შემოგთავაზებს სკოლაში დარჩენის სანაცვლოდ, ესეც კრედიტქულა მგონია მე, არა?

ისიც კრედიტებია, ალბათ (ოდესღაც ჩადებული ინვესტიცია), შენი ყოფილი მოსწავლე ან მშობელი რეკომენდაციას რომ გაგიწევს სხვა სკოლის დირექტორთან და ისიც კარგფონშექმნილი უფრო ადვილად მიგიღებს სამსახურში 🙂

კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, ცხადია, მაგრამ აქ შევჩერდები, რადგან მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს:

ჩემო საყვარელო ადამიანებო, ზუსტად ვიცი, რომ თქვენც უამრავი ასეთი კრედიტი გაქვთ დაგროვილი წლების განმავლობაში, სხვაგვარად სკოლაში მუშაობას ვერ შეძლებდით. ეს არც ისე იოლი საქმეა. ამიტომ დაანებეთ თავი კრედიტების გამუდმებით თვლას. დადექით იმ ადამიანებზე მაღლა, ვინც ვერ ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია “ცოცხალი” კრედიტი ფურცელზე არითმეტიკულად დაანგარიშებულ, სრულიად არაფრის მთქმელ ქულებზე. ისწავლეთ, იარეთ ტრენინგებზე, გაიგეთ მეტი რათა უფრო ლაღად და თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი თქვენს პროფესიაში.

იმაზე ფიქრი, რომ უკეთესი გახადო სამყარო, რადგან იმ სამყაროს უმცირეს ნაწილაკებს, ბავშვები რომ ჰქვიათ 🙂 ემსახურები, აქეთ გაგაცემინებს კრედიტქულებს, ეს ხომ უდიდესი სიამოვნებაა.

ჰოდა, თქვენც აკეთეთ საქმე და ისიამოვნეთ 🙂

რომელმა მასწავლებლებმა მიიღეს დაგვიანებული კრედიტქულები და რატომ – კახა ჟღენტის განმარტება

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით – დოკუმენტი

როგორ ფასდება მასწავლებლის დამატებითი აქტივობები სქემის მიხედვით – ვიდეოინსტრუქციებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური