რომელმა მასწავლებლებმა მიიღეს დაგვიანებული კრედიტქულები და რატომ – კახა ჟღენტის განმარტება
სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, რომელთაც 2015 წლის თებერვლამდე კიდევ სხვა საგანში წარმატებით ჩააბარეს გამოცდა, კრედიტქულები ახლა დაერიცხათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ აღნიშნული კრედიტები საჩუქარი არ არის და ამ ქმედებით 2015 წლის 20 თებერვლის გარდამავალი დებულება სისრულეში მოვიდა. შედეგად, 449 მასწავლებელს 2 კრედიტქულა მიენიჭა; 64 პედაგოგს დაერიცხა 1 კრედიტქულა; ხოლო 7 მასწავლებელს – 4 კრედიტქულა.
„ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში გარდამავალ დებულებებში არის ჩანაწერი. სადაც წერია, რომ კონკრეტულ პედაგოგებს კრედიტები უნდა მიენიჭოთ. (მთავრობის დადგენილება N 75. 2015 წლის 20 თებერვალი. მუხლი 4 , 1 – ა და ბ) ასეთი დათქმა იყო 2015 წლის 20 თებერვლის სქემაში, რომელიც აქამდე შესრულების პროცესში იყო და ახლა უკვე დაესვა წერტილი. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ძველი სქემის მონაწილეები არ იყვნენ, (ასეთები შეიძლება ყოფილიყვნენ სერტიფიცირებულები და არასერტიფიცირებულები) მათ სხვა საგანში თუ აქვთ ჩაბარებული გამოცდა, იმაში ეძლევათ ორი კრედიტქულა და საბუნებისმეტყველო საგნის ექსპერიმენტული ნაწილი თუ აქვთ ჩაბარებული იმაში ენიჭებათ ერთი კრედიტქულა“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის კოორდინატორი, კახა ჟღენტი.
პედაგოგებმა კანონის აღსრულების შესახებ არაფერი იცოდნენ და სიხარულიც მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა „ციდან ჩამოცვენილმა“ კრედიტებმა მასწავლებლების ათობით ათასიან კოლექტივში გარუკვევლობაც გამოიწვია.
„ორგამოცდაჩაბარებულები” საკუთარი კრედიტის მოლოდინში თვალებაციმციმებულები შევყურებთ ერთმანეთს……. პირადად მე ჩემი კუთვნილი კრედიტი ვერსად ვნახე……..თურმე ნუ იტყვით და 4 თვით ადრე რომ მქონოდა ჩაბარებული მეორე გამოცდა, მეც “ორკედიტიანთა” სიაში აღმოვჩნდებოდი. ახლა კი ნურას უკაცრავად “დავაგვიანე” და შესაბამისად არც კრედიტი მეკუთვნის(ასე განმიმარტეს)! არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი, რა მნიშვნელობა აქვს იმას, გამოცდა რომელი წლის, რომელ თვეს მაქვს ჩაბარებული, მეც ხომ ისევე ჩავაბარე, როგორ იმ სხვამ 4 თვით ადრე. როდემდე უნდა ვიმყოფებოდეთ ასეთ სტრესულ მდგომარეობაში?!!!”, – წერს სოციალურ ქსელში, მასწავლებელი ლია ბ.
კანონის თანახმად, ვინც იგივე აქტივობები 2015 წლის 20 თებერვლის შემდეგ შეასრულა, ისინი კრედიტებს ვერ მიღებენ. პედაგოგებს მოულოდნელად კრედიტების დარიცხვის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. ახალ სქემაში მსგავსი დაშვება აღარ არის. აქამდე რატომ არ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული კრედიტების დარიცხვის საკითხი, უცნობია.
„მე ვერ გეტყვით, ვინ არის ინიციატორი, მაგრამ გარდამავალი ყველა დებულება, ბოლოს და ბოლოს, უნდა შესრულებულიყო. ეს ვალდებულება 2015 წლის 20 თებერვალს უკვე იყო. მისი შესრულებით კი წერტილი დაესვა გარდამავალი დებულების აღსრულებას”, – ამბობს კახა ჟღენტი.
მასწავლებლის მიერ eschool-ის სისტემაში დოკუმენტის ატვირთვის ვიდეოინსტრუქცია
მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით – დოკუმენტი
როგორ ფასდება მასწავლებლის დამატებითი აქტივობები სქემის მიხედვით – ვიდეოინსტრუქციები
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება