მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო – კვლევითი ცენტრი – გრუნის ახალი პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო – კვლევითი ცენტრის სახით ახალი პარტნიორი ჰყავს.
უმაღლესი აკადემიური განათლების ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და სწავლების პროცესში თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცების მიზნით, მიმდინარე წლის 17 იანვარს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ: დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი მიზნობრივი პროექტები, წარმართონ კვლევითი საქმიანობა, ორგანიზება გაუწიონ ერთობლივ კონფერენციებსა და პრაქტიკულ საგანმანათლებლო აქტივობებს, მათ შორის, სტუდენტების სტაჟირებას.
-
გრუნიმ აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მონაწილეობით გამართულ მესამე ონლაინ სესიას უმასპინძლა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პლაგიატიზმის შესახებ ონლაინ ვებინარი ჩატარდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრუნის სამეცნიერო ჟურნალს – „აკადემიური მაცნე“ DOI მიენიჭა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი