GE

მოსწავლეების რაოდენობა მაღალმთიან რეგიონებში წლიდან-წლამდე მცირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017-2018 წელს 2 308 საჯარო და კერძო სკოლაა დარეგისტრირებული, რომელშიც 575 181 მოსწავლე სწავლობს. ამასთან, ყველაზე მეტი სკოლა 396 იმერეთის რაიონშია, ხოლო ყველაზე მეტი მოსწავლე 194 110 დედაქალაქში სწავლობს.

აღსანიშნავია, რომ თუკი 2017-2018 სასწავლო წლის მონაცემებს 2016-2017 წლისას შევადარებთ, დავინახავთ, რომ საერთო ჯამში, სკოლების რაოდენობა შემციებულია, ხოლო მოსწავლეების გაზრდილი, ვინაიდან 2016-2017 სასწავლო წელს სულ 2 321 (2085 საჯარო) სკოლა იყო რეგისტრირებული, ხოლო მოსწავლეთა ოდენობა – 564 729.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსწავლეთა ყველაზე დიდი რაოდენობა 194 110 თბილისში სწავლობს, ხოლო ყველაზე ცოტა 508 მოსწავლე ყაზბეგის მუნიციპალიტეტშია დარეგისტრირებული.

მოსწავლეთა მცირე ოდენობით  გამოირჩევა ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიეტეტები. თითოეულ რაიონში მოსწავლეთა რაოდენობა 500-დან 920-მდე არის. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაღალმთიან რეგიონებში მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.

მაგალითად: 2015- 2016 სასწავლო წელს ლენტეხში 618 მოსწავლე იყო, ონში – 571, ხოლო ცაგერში -1009;

2016-2017 სასწავლო წელს ლენტეხში 574 მოწავლე სწავლობდა, ონში – 557, ცაგერში 961;

2017-2018 სასწავლო წლის მონაცემებით კი ლენტეხში 536 მოსწავლეა დარეგისტრირებული, ონში – 538, ხოლო ცაგერში – 919;

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, სკოლების მაქსიმალური რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი თანმიმდევრობით ნაწილდება:

იმერეთის რაიონი – 396 სკოლა;

თბილისი – 297 სკოლა;

ქვემო ქართლის რეგიონი – 266 სკოლა;

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი – 263 სკოლა;

აჭარის არ – 254 სკოლა;

სკოლების ყველაზე მცირე რაოდენობა კი შემდეგ მუნიციპალიტეტებშია:

გურჯაანის მუნიციპალიტეტი – 16 სკოლა;

აფხაზეთი – 15 სკოლა;

თიანეთის მუნიციპალიტეტი – 13 სკოლა;

ონის მუნიციპალიტეტი – 9 სკოლა;

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი – 8 სკოლა.

გასულ სასწავლო წელს სწავლა 11 796 მოსწავლემ შეწყვიტა, მათგან 4 740 გოგონაა

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური