GE

მთავრობის ინიციატივით მთის ფაკულტეტი იქმნება

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამინისტროს სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხდა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი შეიქმნება.

„ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ იმ საჭიროებების იდენტიფიცირებას, რომელიც მთას აქვს ინფრასტრუქტურის მხრივ. ამის გარდა, სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის ნაწილშიც ვცდილობთ, რომ იმ აუცილებელი მიმართულებების იდენტიფიცირება გავაკეთოთ, რომლის განვითარებაც არის საჭირო. ამ თვალსაზრისით, 2019-2020 წლებში დაგეგმილი გვაქვს ინტერნეტიზაცია და ჯერ კიდევ უშუქოდ დარჩენილი ოჯახების მომარაგება მზის პანელებით. ასევე, მნიშვნელოვანი ინიციატივაა მთის ფაკულტეტის შექმნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისევე როგორც ინიციატივაა მთის კვირეულის დაარსებასთან დაკავშირებით მთის კანონის მიღების კვირეულში 16 ივლისს, რომელშიც, იმედია, ყველა ჩაერთვება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური