NAEC-ში ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაინიშნა
–
აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა
–
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს, 11:00 საათზე, ბრიფინგი ჩაინიშნა.
EDU.ARIS.GE-ს ბრიფინგის შესახებ ინფორმაცია პრესკონფერენციის დაწყებამდე 50 წუთით ადრე შეატყობინეს.
ბრიფინგის თაობაზე ინფორმაციის ასეთ დროს მოწოდება გვარწმუნებს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მზად არ არის განვლილი გამოცდების შესახებ საინტერესო კითხვებს უპასუხოს.
EDU.ARIS.GE ბრიფინგს არ დაესწრება.
იქნებ, ჩვენ ნაცვლად, სხვამ დაუსვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო წერეთელს ეს კითხვები:
- რას უკავშირდება აზერბაიჯანულენოვანი ზოგადი უნერების ტესტების თარგმანის ჩავარდნა?
- შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ წელს გამოცდებზე დასაქმებული მეთვალყურე, ამავდროულად გამოცდების მონაწილეც იყო?
- რატომ არ დაასახელებს NAEC-ი გასული წლის მსგავსად, ჩარიცხულთა ზუსტ რიცხვს? (ან, უკვე დაასახელებს?)
ბრიფინგს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი გამართავს და სავარაუდოდ, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს – აბიტურიენტთა ჩარიცხვებს გამოაცხადებს.
EDU.ARIS.GE ყველა ინფორმაციას ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების თაობაზე ჩვენს მკითხველს დროულად მიაწვდის.
ასევე იხილეთ:
ე.წ. უფასო ფაკულტეტები უნივერსიტეტების მიხედვით
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე