GE

ნიკა კოღუამ საერთაშორისო პროექტში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 40 ქვეყნის წარმომადგენელს გააცნო

2017 წლის 20-24 აპრილს, ბერლინში ჩატარდა Erasmus Student Network-ის ყოველწლიური შეხვედრა, სადაც მიწვეული იყვნენ წარმომადგენლები 40 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან.

გრიგოლ რობაქიძის სახელოიბის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ამ ღონისძიებაზე გაემგზავრა  ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი ნიკა კოღუა, რომელმაც წარადგინა საქართველო და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – შეხვედრის მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტის მიღწევები, გაცვლით პროგრამებში ჩართულობის ხარისხი, გაუზიარა ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული პროგრამების შესახებ და აჩვენა უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური