GE

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტები 150-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლის შემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელ პროგრამაზე 100-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თსუ-ში პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„100-ზე მეტი განაცხადია შემოსული, ეს ადამიანები გამარტივებული წესით, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან სასწავლებლებში და მიიღებენ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით“, – თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.

პროექტი თბილისის ივანე ჯავახიშვილის და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხორციელდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ახალგაზრდების მომზადების, ასევე უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, სწავლის პერიოდში, სასწავლო და საცხოვრებელ ხარჯებს, სახელმწიფო დააფინანსებს.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური