GE

„ოქლიფის სკოლა“ – გზა ქართული სკოლიდან ბრიტანულ უნივერსიტეტებამდე

„ოქლიფის სკოლა“ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2007 წელს დაარსდა, თუმცა 2021 წლიდან სრულიად ახალი ბრენდით ფუნქციონირებს.

სკოლის მისიაა, მოსწავლეებს მისცეს მაღალი ხარისხის განათლება და არჩევანი, რომ გააგრძელონ სწავლა, როგორც ქართულ, ისე ბრიტანულ უნივერსიტეტებში.

რა გამოარჩევს Oakleaf-ის სკოლას?
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ორ – ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამას. ქართულენოვანი პროგრამა სრულიად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ისწავლება ის საგნები, რომლებიც ამ გეგმით არის გათვალისწინებული.

საერთაშორისო მოსამზადებელი პროგრამა (Foundation Programme), რომელიც ინგლისურ ენაზე ისწავლება, მოსწავლეებს ამზადებს საერთაშორისო განათლების მისაღებად. „ოქლიფის სკოლაში“ ისწავლება საერთაშორისო მოსამზადებელი პროგრამები ბიზნესის მენეჯმენტსა და სოციალურ მეცნიერებებში. შესაბამისად, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გააგრძელონ სწავლა ბრიტანულ უნივერსიტეტებში ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: საერთაშორისო ბიზნესი, მარკეტინგი, მეწარმეობა, ფინანსები, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სოციოლოგია და სხვა.

სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები იღებენ როგორც სკოლის დამამთავრებელ ატესტატს, ისე საერთაშორისო დიპლომს, რომელიც მათ გზას უხსნის, განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღონ.

“ოქლიფის სკოლის” მასწავლებელთა გუნდი შედგება როგორც გამოცდილი ქართველი და უცხოელი მასწავლებლებისგან, ისე ახალგაზრდა, მოტივირებული სპეციალისტებისგან. სკოლა მუდმივად ცდილობს დანერგოს ახალი ტექნოლოგიები და ფეხი აუწყოს განათლების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებს, რათა ადეკვატურად უპასუხოს მიმდინარე გამოწვევებს.

„ოქლიფის სკოლაში“ მოსწავლეებს დახვდებათ მეგობრული გუნდი, მყუდრო გარემო და ყველა საჭირო რესურსი მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად, რომელსაც მოსწავლეები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.

„ოქლიფში“ სასწავლო პროცესი მოსწავლეზეა მორგებული. მცირე ზომის კლასები მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭრიოებების დაკმაყოფილებისა და მიღებული პროგრესის სისტემატიურად შემოწმების საშუალებას იძლევა.

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს არამხოლოდ შიდა და გარე სასკოლო აქტივობებს, ასევე შესაძლებლობებს, მიიღონ სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობა და ნაწილობრივი ან სრული დაფინანსებით სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელონ.

„ოქლიფის სკოლის“ საერთაშორისო პარტნიორია International Foundation Group, რომელთან თანამშრომლობითაც ხორციელდება საერთაშორისო მოსამზადებელი პროგრამები. სკოლის ადგილობრივი პარტნიორები არიან ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში და English Book Education.

ამ ეტაპზე Oakleaf-ის სკოლაში მიღება მიმდინარეობს X-XII კლასებში. დაინტერესებულ მოსწავლეებს შეუძლიათ, შეავსონ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა  ან დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 032 200 12 43

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm