ოქროსმედალოსნებს 500, ვერცხლისმედალოსნებს კი 300 ლარი გადაეცემათ – ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესი დაამტკიცა.
10 მარტის დადგენილება ოქროსა და ვერცხლისმედალოსანთა ერთჯერად ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს.
ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერტიფიკატს;
ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9, 8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალს და შესაბამის სერტიფიკატს;
კურსდამთავრებულთა წახალისებისთვის ერთჯერადი გასაცემელი თანხა 500 ლარი იქნება, ხოლო ვერცხლისმედალოსნისთვის 300.
ქვეპროგრამის სახელწოდება – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების“.
პროგრამით მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა
1. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულის 500 (ხუთასი) ლარით წახალისებას და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულის 300 ( სამასი) ლარით წახალისებას.
2. პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის კურსდამთავრებული.
თანხის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
1. ახალგორის მუნიციპალიტეტში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე:
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ წახალისების მიმღები პირი არასრულწლოვანია);
დ) სრული ზოგადი განათლების ატესტატი;
ე) ოქროს /ვერცხლის მედლით დაჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი) მოწმობის ასლი;
ზ) წახალისების მიმღები პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული კანონით დადგენილი წესით.
დაფინანსების გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება
1. დაფინანსების თაობაზე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული განცხადების განხილვა ხდება გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის მიერ, რომელიც დოკუმენტების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წახალისების მიზანშეწონილობის თაობაზე და დასკვნას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად წარუდგენს გამგებელს.
2. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. წარმოდგენილი დოკუმენტების წესთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის შემთხვევაში განმცხადებელს პასუხი ეგზავნება წერილობით.
დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება
დაფინანსება ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების ქვეპროგრამით (კოდი 0403), უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის წასახალისებელი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე ჩარიცხვით.
ასევე იხილეთ:
რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენს სკოლას ავტორიზაცია ან მონიტორინგი უწევს – კითქვა-პასუხი
-
რა ახალი ფუნქციების განხორციელების უფლება მიენიჭა სკოლაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელს – ცვლილება by ARIS.GE-განათლება
-
რატომ არის აუცილებელი, რომ აბიტურიენტმა შეინახოს ან ამობეჭდოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი: „რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა“ by ARIS.GE-განათლება