GE

ოზურგეთის სკოლებსა და ბაღებში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევები – სტატისტიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში კორონავირუსით ინფიცირებისშემთხვევებზე სტატისტიკური ინფორმაცია განახლდა. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული არიან როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები.

„ამ წუთის ინფორმაციით მე-2 ბაღში პერსონალიდან 5 ადამიანია ინფიცირებული და ბაღი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ნაღობილევის ბაღში ასევე ერთ ადამიან დაუდასტურდა ვირუსი. მე-9 ბაღში გვაქვს ინფიცირების სამი შემთხვევა, მაკვანეთის ბაღში ერთი, მაგრამ მას კონტაქტი არ ჰქონია პედაგოგებთან და ბაშვებთან, ამირომ ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.
რაც შეეხება სკოლებს, 1-ელ საჯარო სკოლაში ერთ მოსწავლეს აქვს კორონავირუსი და კლასი გადასულია სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. მე-2 სკოლაში ორი ბავშვია ინფიცირებული, ერთ კლასს უკვე დაუსრულდა დისტანციური სწავლის ვადა, მეორე კლასი ისევ ონლაინ რეჟიმში სწავლობს. ასევე წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირებული, ორივე სკოლის მოსწავლეა“, – განაცხადა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა.

წყარო; gurianews

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური