GE

პირველად საქართველოში იტალიური განათლების გამოფენა „ისწავლე იტალიაში“ გაიმართება

22 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria–ში პირველად გაიმართება მასშტაბური იტალიური განათლების გამოფენა სახელწოდებით „ისწავლე იტალიაში“. ღონისძიების ფარგლებში ერთ სივრცეში შეიკრიბებიან იტალიის საუკეთესო სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც წარმოადგენენ მრავალფეროვან პროგრამებსა და სწავლების დონეებს.

ყოველწლიური მოვლენის ძირითადი მიზანია მომხმარებლისთვის იტალიაში სწავლის არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების შეკრებას გულისხმობს.

გამოფენის მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი

გამოფენა საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, ორგანიზატორები არიან ივენთ-სააგენტო განათლების სფეროში START! და რუსეთსა და დსთ-ში ევროპული უმაღლესი სასწავლებლების ოფიციალური წარმომადგენლობა STUDIES&CAREERS.

“იტალიის საელჩო საქართველოში უკვე მრავალი წელია, მხარს უჭერს იტალიაში უმაღლესი განათლების მსურველ  ქართველ ახალგაზრდებს. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე სამასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა იტალიის მთავრობის მიერ გაცემული სასტიპენდიო პროგრამებით უმაღლესი სწავლის დასაწყებად, გასაგრძელებლად თუ დასახვეწად იტალიაში.

ევროპის უძველესი უნივერსიტეტი იტალიაში, კერძოდ ბოლონიაში, 1088 წელს დაფუძნდა. იმ ეპოქიდან მოყოლებული, იტალიის განათლების სისტემა მუდმივად ვითარდება და ამჟამად 100-მდე მსოფლიოში ცნობილი საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტისგან, უამრავი ეროვნული კვლევითი ცენტრისა და 130-ზემეტი ხელოვნებისა და მუსიკის ინსტიტუტისგან  შედგება. ყოველწლიურად მატულობს იტალიაში ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების რაოდენობაც,  ვინაიდან ამ სტუმართმოყვარე და საუნივერსიტეტო  განათლების უმაღლესი დონით გამორჩეულ  ქვეყანაში სწავლის მიღებით დაინტერესება  უცხოელ მსურველთა მხრიდან დიდია. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ იტალიის საელჩო საქართველოში მტკიცედ უჭერს მხარს საგანმანათლებლო გამოფენას „ისწავლე იტალიაში“, – აცხადებს საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენცი.

როგორც თავად გამოფენის ორგანიზატორები განმარტავენ, საქართველოში გამოფენის გამართვის ინიციატივა ღონისძიებისთვის საზღვრების გაზრდის იდეის ნაწილია. გამოფენის არსებობის განმავლობაში მასში მონაწილეობა მიიღო იტალიის სხვადასხვა მიმართულებათა 60-მდე სასწავლო დაწესებულებამ, ღონისძიებას 13 000 –ზე მეტი სტუდენტი და მშობელი ეწვია.

22 ოქტომბერს, სტუდენტებს, აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს, საშუალება ექნებათ, პირადად შეხვდნენ სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, მიიღონ ინფორმაცია ჩაბარების, სწავლის ღირებულების შესახებ და დასვან მათთვის საინტერესო ყველა კითხვა იტალიაში სწავლისა და ცხოვრების შესახებ. ამასთან, მათთვის გაიმართება არაერთი პრეზენტაცია.

„უპირველეს ყოვლისა, იტალიაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა შეარჩიონ ქალაქი, უმაღლესი და საგანმანათლელო პროგრამა, რომელიც მათთვის ყველაზე უფრო საინტერესოა. ამასთან ერთად, სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მაგისტრატურაში ჩაბარების დროს ბაკალავრიატში მიღებული განათლება, სრულად უნდა შეესაბამებოდეს ახალ საგანმანათლებლო მიმართულებას. ბაკალავრიატზე მოსახვედრად საჭიროა 12-წლიანი სასკოლო განათლება. თუ სწავლის გაგრძელების მსურველი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მას უკვე შეუძლია საჭირო დოკუმენტების შეგროვება არჩეულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსურველი უნდა ფლობდეს ინგლისური ან იტალიური ენის (დამოკიდებულია პროგრამაზე) უცხო ენის B1 დონეს მაინც”, – აცხადებს ვალერია ბრანდინა, ღონისძიების ორგანიზატორი სააგენტო START- ის წარმომადგენელი.

რა ინფორმაციას მიიღებს გამოფენის სტუმარი

მოდისა და დიზაინის სფეროში განათლების დაწყების ან გაგრძელების მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოისმინონ ისეთი სახელოვანი სკოლების პრეზენტაციები, როგორებიცაა IstitutoMarangoni, IstitutoCarloSecoli, Polimoda და სხვები.

არქიტექტურითა და საინჟინრო საქმით დაინტერესებულები ნახავენ სპეციალობათა ფართო არჩევანს მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (Politecnico di Milano),

ხელოვნებისა და შემოქმედებითი სპეციალობების თაყვანისმცემლებს კი ელით პრეზენტაცია რომის ხელოვნების აკადემიისაგან – RUFA (RomeUniversityofFineArts).

გამოფენის ფარგლებში, იტალიის წამყვანი ბიზნეს-სკოლების – ESCPEurope, MIPPoliteсnicodiMilano, Università LuigiBocconi-ის წარმომადგენლები, რომლებიც გვთავაზობენ განათლებას ეკონომიკის, მენეჯმენტისა და ბიზნესის დარგში, სტუმრებს მოუყვებიან ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხის მიღების შესაძლებლობებზე, წლიურ მასტერ-პროგრამებზე და MBA პროგრამებზე. აღნიშნული გათვალისწინებულია არამხოლოდ სტუდენტური აუდიტორიისათვის, არამედ უკვე განსაზღვრული პროფესიული გამოცდილების მქონე სპეციალისტთათვისაც.

რომის, მილანის, ვენეციისა და იტალიის სხვა ქალაქების ფართო პროფილის უნივერსიტეტებს უმდიდრესი არჩევანი ექნებათ წარმოდგენილი. იმის შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ როგორ შეიძლება შევიდეთ ლინგვისტიკის, სოციალურ მეცნიერებათა, მედიცინის, ფილოსოფიის, ინფორმატიკისა და მათემატიკის და სხვა ფაკულტეტებზე, სტუმრებს შეეძლებათ Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC),Università Ca’ Foscari, Università deglistudidiTrento, Libera Università di Lingue e Communicazione (IULM), Università diVeneziaIUAV, Università di Roma Tor Vergataს პრეზენტაციებზე.

გამოფენა ტრადიციელად სახვადასხვა ქვეყნებში შემოდგომაზე იმართება. წელს სტარტს ყაზახეთიდან აიღებს (ალმაატა, 19 ოქტომბერს), გაგრძელდება აზერბაიჯანში (ბაქო, 21 ოქტომბერს) და 22 ოქტომბერს, პირველად საქართველოში გაიმართება, შემდეგ კი რუსეთში, მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში.

გამოფენაში მონაწილეობა თავისუფალია და მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია – http://studiareinitaliatbilisi.com/ge

გამოფენა 14:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 18:00 საათამდე გასტანს.

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ვალერია ბრანდინას: v.brandina@startagency.ru

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური