GE

პირველი კლასის აქტივობები სასწავლო წლის პირველ დღეს – ნინო ბურჯალიანი

2025-2026 სასწავლო წლის დასაწყებად ყველაფერი მზად არის. ყველაზე დასამახსოვრებელი ეს დღე პირველკლასელი მოსწავლეებისთვის უნდა იყოს და სწორედ კოლეგებისთვის შექმნა ფიზიკა- მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა, ნინო ბურჯალიანმა სკოლის პირველი დღის აქტივობები.

სპეციალურად  EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

“ჩემთვისაც მოტივაციაა, თუკი მასწავლებელს დახმარებას გავუწევ, რათა პირველკლასელებს საინტერესო და სამახსოვრო დღე მოუწყოს, შეაყვაროს სკოლა. გადავწყვიტე, მცირედი საჩუქარი ამ ფორმით გამეკეთებინა პირველი კლასის მასწავლებლებისთვის. წარმატებულ წელს ვუსურვებ ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს”, – ამბობს ნინო ბურჯალიანი EDU.ARIS.GE-სთან.

შეხვედრა კლასში

მუსიკის ფონზე შემოდიან კლასში პირველკლასელები, მასწავლებლის მითითებით ყველა მოსწავლე იკავებთ თავის ადგილს, თითოეული მერხზე ხვდებათ ლამაზად გაფორმებული სამახსოვრო ბარათი მასწავლებლისაგან, მასწავლებელი კლასს აცნობს ბარათის ტექსტს ხმამაღლა, ბარათებს ინახავენ (გაიხსენებენ მე-12 კლასის ბოლო ზარზე);

გაცნობა

მოკლედ წარმოადგენს თითოეული თავის თავს, სახელი, გვარი, რა უყვარს ყველაზე მეტად, რა არ უყვარს და რას ისურვებდა როგორც მოსწავლე. (წინასწარ გამზადებული აქვს ფორმატზე ლამაზი ხე, რომელსაც ფერადი სტიკერების ყვავილებით შემოსავს . ყვავილებზე თითოეული მოსწავლის სახელს დაიტანს) გაცნობის აქტივობას იწყებს მასწავლებელი- ეს აქტივობა თავიდანვე ეხმარება მასწავლებელს პიროვნული მახასიათებლების გაცნობასა და შესწავლაში;

როგორი მინდა იყოს ჩემი მოსწავლე

მასწავლებელი ასახელებს რამდენიმე ნიშანს, როგორიც სურს იყოს მისი მოსწავლე-ეს აქტივობა მომავალში ეხმარება ქცევის წესების შემუშავებაში(მაგალითად:გულისხმიერი, მოწესრიგებული, კეთილი, მეგობრული);

როგორი მინდა იყოს ჩემი მასწავლებელი

მოსწავლეები სურვილის მიხედვით ასახელებენ რამდენიმე ნიშანს, როგორიც სურს იყოს მისი მასწავლებელი-ეს აქტივობა ასევე ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეებთან კომუნიკაციაში შესაძლებელია თან დაფაზე ან ფორმატზე დააფიქსიროს თითო მახასიათებელი სხვადასხვა ფერის მარკერით. კარგია თუ შეინახავს მასწავლებელი მათ წარმოთქმულ ფრაზებს, რომელსაც მომავალში სიამოვნებით გაიხსენებენ);

პოეზიის წუთები

მუსიკის ფონზე მასწავლებელი კითხულობს მოკლე ლექსს , მსურველი მოსწავლეებიც კითხულობენ სასურველ ლექსს;

შეჯამება

შეჯამება-უკუკავშირი პირველი შეხვედრიდან;

ჩემი მეგობრები

გაცნობის შემდეგ, როცა ყველა წარმოადგენს საკუთარ თავს,მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელოს კლასელების სახელები-ვინ უფრო მეტი კლასელის სახელი დაიმახსოვრა, სეუზლია გამოავლინოს გამარჯვებული;

ყურადღებიანი ბავშვი

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს კარგად დაათვალიერონ საკლასო ოთახი, შემდეგ დახუჭონ თვალები მანამ, სანამ არ ანიშნებთ მასწავლებელი. ამ დროს საკლასო ოთახშიცვლის ორ ნივთებს , ან უცვლის განლაგებას, ან დახატავს დაფაზე და სთხოვს გაახილონ თვალები და ამოიცნონ ცვლილება;

სამახსოვრო ფოტო

მოსწავლეებს ვაძლევთ საშუალებას ერთმანეთთან გადაიღონ სამახსოვრო ფოტო პირველი დღის საკლასო ოთახში, შესაძლებელია წინასწარ გაამზადოს მასწავლებელმა ფოტოსთვის ადგილი ან ლამაზი ჩარჩო;

დამიტოვე სამახსოვრო

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაუტოვონ სამახსოვრო პირველი დღისთვის, ურიგებს ფერად სტიკერებს, ფურცლებს და მარკერებს, განუსაზღვრავს დროს. თითოეული აღწერს საკუთარ სამახსოვროს, ალბათ ნახატს.

იხილეთ აქტივობებისთვის საჭირო რესურსების ჩამონათვალი და მათთვის განკუთვნილი დრო

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური